დამფუძნებელთა/წევრთა უფლებები და მოვალეობები

დამფუძნებელთა/წევრთა უფლებები და მოვალეობები
1. ფედერაციის წევრები შეიძლება იყონ საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნების მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, 18 წელს მიღწეული პირები, იურიდიული პირები- საზოგადოებრივი გაერთიანებები, ვინც იზიარებს ფედერაციის მიზნებსა და ამოცანებს, და აღიარებენ ფედერაციის წესდებას, და რეგულარულად იხდიან საწევრო შენატანებს და მონაწილეობენ პარაპლანერიზმის განვითარებაში (პოპულარიზაციაში).
2. ფედერაციის წევრად მიღება ხორციელდება წერილობითი განაცხადის სახით, მმათველობის წევრთა გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც მიღებულია უბრალო ხმათა უმრავლესობით.
3. საზოგადოების წევრობა არ გადაეცემა სხვა პირებს და არც მემკვიდრეობით გადადის.
4. წევრი ვალდებულია გადაიხადოს, განახორციელოს საწევრო შენატანი საზოგადოების ფონდში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების მიზნების მისაღწევად, პოპულარიზაცია გაუწიოს წესდებით გათვალისწინებულ მიზნებსა და ამოცანებს.
5. საზოგადოების წევრები ვალდებულნი არიან პატივი სცენ გამგეობის წევრების საქმიანობას და გადაწყვეტილებებს, დაეხმარონ მათ მიზნების განხორციელებაში.
6. ყველა წევრი ფლებამოსილია მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ, არჩეულ იქნას და აირჩიოს წარმომადგენლები საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოებში.
7. დელტაპლანებზე და პარაპლანებზე ფრენებთან დაიშვება ფედერაციის წევრები, ვისაც არ გააჩნია შეზღუდვები ჯანმთელობის მდგომარეობის მხრივ, და ჩააბარებს დადგენილი წესით თეორიული და პრაქტიკულ ჩათვლას, გააჩნია უბედური შემთხვევისგან დაზღვევა.
8. ფედერაციაში წევრობა შეწყდება:
– ფედერაციის წევრის წერილობითი განაცხადის საფუძველზე
ფედერაციის წევრის გარდაცვალებით.
9. ფედერაციის წევრი შესაძლოა გაირიცხოს შემადგენლობიდან გამგეობის წევრთა გადაწყეტილებით შემდეგი მიზეზით:
– ფედერაციის ხელმძვანელი ორგანოების გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რაც მიღებულია წინამდებარე წესდების მიერ დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში;
წინამდებარე წესდების უხეში დარღვევა, სისტემატური გადახვევა ფედერაციის საქმიანობაში მონაწილეობიდან.
-ფედერაციისთვის სარისკო მოქმედების ჩადენა.
– წესდების საწევრო გადასახადის გადაუხდელობის შემთხვვაში , რაც განსაზღვრულია ფედერაციაში წევრობის შესახებ დებულებით , ამასთან ადრე გადახდილი შენატანები არ დაბრუნდება.
10. ფედერაციის წევრებს უფლება აქვთ :
– მონაწილეობა მიიღონ ყველა ღონისძიებაში, რაც ტარდება ფედერაციის მიერ;
მიიღოს სხვადასხვა საინფორმაციო მასალა და საორგანიზაციო-მეთოდური საბუთი, რაც გამოიცა ფედერაციის მიერ.
– მონაწილეობა მიიღოს ფედერაციის საქმიანობის შედეგების დაგეგმვასა და განხილვაში ყველა დონეზე;
– ისარგებლოს დადგენილი წესით ფედერაციის ქონებით;
– აირჩიოს და იყოს რჩეული ფედერაციის მმართველ და კონტროლის ორგანოებში;
– მონაწილეობა მიიღოს ფედერაციის მუშაობაში მისი საქმიანობის სხვადასხვა მიმართულების მიხედვით;
– განიხილოს ფედერაციის მუშაობის საკითხები, შეიტანოს წინადადაბები, გამოთქვას და უკუაგდოს თავისი აზრი, მიმართოს გამგეობის წევრებს და მიიღოს ინფორმაცია ფედერაციაში შესრულებული სამუშაოების შესახებ;
– ფედერაციაში მიიღოს დადგენილი წესით ატესტაცია ფრენის საბუთების და სპორტული თანრიგების წარდგენით;
– თავისი შეხედულებისამებრ თავისუფლად გავიდეს ფედერაციიდან.
11. დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფედერაციის წევრებს, ასევე პირებს, ვინც დაიშვება ფედერაციის გამგეობის წევრთა გადაწყვეტილებით მონსაწილეობის მისაღებად.